****

– ბავშვები ერთმანეთს ზრდიან, ერთმანეთი გამოყავთ ბავშვობიდან, როგორც დიდებს ბრძოლის ველიდან, ანდა ცეცხლწაკიდებული სახლიდან, რადგან ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერც ერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს არ მიაღწევს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერია და სწორედ მაშინ, ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხური, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც, თუმცა ახლა, ისევე გვანან ერთმანეთს, როგორც თავკომბალა და გომბეშო ანდა თავთავი და დაობებული პურის ყუა, მაგრამ იცის რომ ის, პირველ საფეხურზე შემომდგარი და თვითონ, უკანასკნელ საფეხურზე ჩამომჯდარი, ერთი და იგივე არსებაა, ორად გაყოფილი, არა, ორ უკიდურეს წერტილს შორის გაბმული, გაჭიმული სიმივით, სიმივით კი არა, ჭიაყელასავით, რომელიც სადაცაა გაწყდება, სადღაც შიგნით, საკუთარ არსებაში და ყველაფერი გათავდება, მაგრამ ერთბაშად კი არ მოკვდება, არამედ ნაწილ-ნაწილ, უფრო ზუსტად – ორჯერ, ჯერ პირველ საფეხურზე, მერე უკანასკნელზე, ჯერ თავს მოუკვდება და მერე ქვეყანას, ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგახნის დამთავრებულია იგი, როცა წესიერად აღარც გვახსოვს, როცა ამ სათუთი და ვარდისფერი ჭურჭლის მხოლოდ რამდენიმე ნამტვრევიღა ბრჭყვიალებს დაბერებული სულის კუნჭულში, როგორც ხელმეორედ გათხრილი სამარხის ფსკერზე და როგორც არ უნდა ვეცადოთ, იმ ნამტვრევებიდან ვეღარ შევაკოწიწებთ სწორედ ისეთ ჭურჭელს, როგორიც ის იყო ოდესღაც და მაინც ბოლომდე ვერ ამოვიცნობთ იმ ჭურჭლის დანიშნულებას.

ფოთლებქვეშ შემალულა ჩემი სიყვარული,

ყინვის ლოლუებს ამტვრევენ ჩიტები...

ზამთრის სიცივეს არ შევუშინდები-

თუ ჩემთან იქნები,

თუ ჩემთან იქნები...

(((((((((((((((((



სამი დღეა დამიბრიყვა სეტყვა

სამი დღეა უმოწყალოდ წვიმს ...

მომანატრა, მომანატრა , ნეტავ,

რაც მომწყინდა,

რაც მომწყინდა - ის...

მუხრანი